![]() |
||||||||
| ჩვენი სარწმუნოება | წმინდანებთა ურთიერთობები | წმინდანთა ცხოვრება | წმინდანთა ტოპარები | მიძინება ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა |
საბავშვო ლოცვები |
ჩემს შესახებ | დასკვნა | |
|
იმ დროს,
როდესაც გიორგი კაბადოკიელი ქრისტესთვის ეწამა, კაბადოკიაში ცხოვრობდა ერთი
კაცი, მთავართა შესაბამი. იგი წავიდა ს იმავ დროს კოლსტაში იყო მთავარი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი-ძე და ასული. სახელი ძისა იყო იობენალი და ასულისა სუსანა. როცა მთავარი და მისი ცოლი გარდაიცვალნენ და-ძმა დაობლდა. ისინი იერუსალიმში, სადაც ყმა მღვდელ-მთავარი გახდა, ხოლო სუსანა სარა ნიაფორს ემსახურებოდა. იობენალი ეახლა მეფეს მსახურად. იმ დროს ფრანგებმა ბრძოლა დაუწყეს რომაელთა მეფეს პოლოტანის ველზე. ღმერთმა კაბადოკიელ ჭაბუკს დიდი ძალა მისცა, რისი საშუალებითაც მოახერხეს მათ მტრის ჯარის უკუქცევა. იობენალმა შეიპყრო ფრანგთა მეფე დიდებულებითურთ და მიჰგვარა მეფეს. მეფემ მეთი სიკვდილით დასჯა ბრძანა. ფრანგებმა ზაბულონს სთხოვეს მოექცია ისინი თავის სჯულზე და არ დაეხოცა ისინი. მეფემ ამის შესახებ აუწყა პატრიარქს და მონათლეს ისინი ქრისტიანული რჯულით. ფრანგები უფალს მადლობას სწირავდნენ, რომ მისცა მათ საშუალება მონათლულიყვნენ ქრისტიანული წესით, რომ ისინი ღირსნი გახადა ნათლისღებისა და ზიარებისა. ზაბულონი მათი საქციელით მოიხიბლა. ატირდა, რამეთუ მის ხელში იყო მათი სიცოცხლე. ზაბულონი მივიდა მეფესთან. გამოითხოვა ისინი და წაიყოლა, რათა მოენათლათ მათი თანამოძმენიც. როდესაც ფრანგები მიუახლოვდნენ თავის ქვეყანას, ხმა გაისმა, რომ მათი მეფე დიდებულებთან ერთად ცოცხალი მიუახლოვდა. მეფეს ათი საერისთავო შეეგება მდინარესთან. იმ დღესვე აკურთხეს მდინარე. ზაბულონის ხელის ქვეშ ათი დღის განმავლობაში მთელი ერი მოინათლა, იქვე აღმართეს კარავი, ჩაატარეს წირვა და ის ადამიანები აზიარეს ქრისტეს საიდუმლოს. ამის შემდეგ ის დაადგინეს მღვდლად და განუწესეს „ყოველი წესი საეკლესიოდ“. ზაბულონი დიდი სიმდიდრით დაბრუნდა სამშობლოში, იერუსალინში და მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგა. მღვდელმთავარი პატრიარქი გამხდარიყო. დამეგობდრნენ პატრიარქი და ზაბულონი. ზაბულონს ცოლად მისცეს სუსანა. ქორწინების შემდეგ ზაბულონი და სუსანა წავიდნენ კოლასტედ, სადაც შეეძინათ შვილი, რომელსაც ზრდიდა დედა გლახაკთა მსახურებით. როცა ის 12 წლის გახდა, მშობლებმა გაყიდეს ყოველივე, რაც გააჩნდათ და დაურიგეს გლახაკებს, თვითონ კი იერუსალიმში დაბრუნდნენ. ზაბულონმა კურთხევა აიღო პატრიარქისგან, გასცილდა თავის ცოლს, გულში ჩაიკრა თავისი შვილი და უთხრა:„შენა ხარ ჩემი შვილი,რომლისა ღმრთისა ნებითა ვიქმენ შენდა ოდენ მამაი. აჰა, ესე რა გიტოვებ შენ ობლად ჩემგან და მოგითვალავ შენ მამისა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა, რომელი იგი მამაი არს ობოლთა და მსაჯული ქვრივთა:„ნუ გეშინია შვილო ჩემო საყვარელო“. მერე ისევ უთხრა:რომ მიებარა მარიამ მაგდანინელისა და მართალი ლაზარეს დე3ბისთვის ქრისტეს სიყვარულში და ღმერთი ყველაფერს მისცემდა, მას რასაც ითხოვდა; ამის შემდეგ ეამბორა შვილს, წავიდა იორდანეს ნაპირზე მარტო საცხოვრებლად. იქ ველური ხალხი ცხოვრობდა და ამის შემდეგ მისი სამყოფელი აღარავინ იცოდა ღმერთის გარდა. პატრიარქმა თავისი და ავადმყოფებს მიუჩინა მომვლელად. ნინო კი ემსახურებოდა სომეხ ნიაფნირს ორი წლის მანძილზე. მისგანვე გაიგო ქრისტეს ჯვარცმისა, დასაფლავებისა და აღდგომის შესახებ. ასევე მისი სამოსლის შესახებ, ჯვარცმის დროს გაყოფა. დაწვრილებით გამოჰკითხა ყოველივე,რადგან შეატყო, რომ მისებრ არავინ იცოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნები.
ნიაფორმა
უთხრა ნინოს:„ვხედავ შენში ძალას ძუ ლომისას ანდჰაერში მამალზე მაღლა ნიაფორი ბევრს ასწავლიდა ნინოს. მანვე უთხრა::აწ ვიწყო და გითხრა ყოველივე შენ“. და უთხრა ნიაფორმა ნინოს თუ როგორ იხილეს ადამიანებმა ღმერთი ხორცით დედამიწაზე. მოსული კაცთა ხსნისათვის, რომელმაც უამრავი სასწაულები აღასრულა. შურით აღივსნენ მის მიმართ ბოროტი ადამიანები და გადაწყვიტეს მისი მოკვლა. ამისთვის მოიწვიეს მოსეს რჯულის მცოდნენი. მათ ჯუარს აცვეს ქრისტე და მის სამოსელზე იყარეს წილი, რომელიც შეხვდა მცხეთელ ურიებს, რომლებმაც წაიღეს მცხეთაში და დაკრძალეს. ვერავინ შეძლო მისი ამოღება და ვერც მასზე შეხება, ვიდრე თვით უფალმა არ ინება. უფლის გვამი კი ტილოში გრაგნეს და საფლავში დადეს. საფლავი დაბეჭდეს და მცველები დაუყენეს, რათა მოციქულებს არ მოეპარათ და არ ეთქვათ:„მკვდრეთით აღდგაო“, როგორც ღმერთი ჭეშმარიტი, მაგრამ არც საფლავის ლოდის დაბეჭვდამ და ვერც მცველთა სიფხიზლემ ვერ შეუშალა ხელი მის მკვდრეთით აღდგომას. როგორც კი გათენდა პილატე და მისი ცოლი მოვიდნენ საფლავთან და იხილეს მხოლოდ ტილოები. ამის შემდეგ პილატეს ცოლმა ირწმუნა ქრისტე. ტილოები ლუკა მახარობელმა აიღო, სუდარა ვერ იპოვეს, როგორც ქრისტეს გვამი. ნიაფორის ნაამბობის შემდეგ ნინომ მადლობა შესწირა უფალს ყველაფრისათვის და უფრო დაწვრგამოჰკითხა:„თუ იყო ის ქვეყანა, სადაც სამოსელი იგი უფლისა ჩვენისა არს?“ ნიაფორმა უთხრა ნინოს:რომ ის ქვეყანა ჩრდ. ქვეყანაა სომხეთისა და მთიულეთის ქვეყანა და იქ რომ წარმართები ცხოვრობდნენ, რადგან იგი ბერძენთა და უჟიკთა სახელმწიფოა“. იმ ჟამად ეფოსიდან მოვიდა ერთი დედაკაცი წმინდა აღდგომის თაყვანის საცემად. და ჰკითხა ნიაფორმა მას თუ:„ელენე დედოფალი და ძე მისი ეგრეთვე სიბნელესა შინა არიან და მეფობაი მათი?“ დედაკაცმა მიუგო, რომ იგი იყო მათი მსხვერპლი და მათი განზრახვების მცოდნე და რომ მათი დიდი სურვილი იყო რომში ქრისტეს სჯულის მიღებისა და ნათლისღებისა. ნინომ სთხოვა ნიაფორს, რათა მას წარევლინა ნინო ელენე დედოფლის წინაშე! ნიაფორმა პატრიარქს ამცნო ნინოს სურვილი, პატრიარქმა კი მოიხმო ნინო, დააყენა საკურთხევლის წინ. მხარზე დაადო ხელები, აიხედა ცისკენ და სთუა:„უფალო ღმერთო ჩემო, ღმერთო საუკუნეთაო, ველთა შენთა შეგავედრებ ამას შვილსა დისა ჩემისა და წარვავლინებ ქადაგებად შენისა ღმრთეებისა, რათა ახაროს აღდგომაი შენი, სადაც შენ სათნო იყო სრბაი მისი:ექმენ ქრისტე, მონასა ამას შენსა გზად წინამძღვარ და ენით-მეცნიერ, ვითარცა-იგი წმინდათა მოციქულთა“. მისცა მას ჯუარი და კურთხევაი და გააყოლა „დედაკაცსა ამას“. როდესაც მივიდნენ იმ დედაკაცის სახლში იქ დახვდათ კიდევ ერთი დედაკაცი „მეფეთა ავადაგი (მეფის ახლობელი) სახელად რიფსიმე, რომელსაც იერუსალიმში ნათლისღება სურდა ქრისტეს აღიარებისათვის. მაშინ დატოვა იგი დედაკაცმა რიფსიმესთან და ნინომ მონათლა რიფსიმე და მასთან მყოფი ორმოცდაათი მხევალი. მღვდლის ხელით, თავის ხელ ქვეშ და დარჩა მათთან ერთად ორი წელი. ამ დროს მოხდა ღმერთსა საბერძნეთსა და მეფე კონსტანტინემ და ელენე დედოფალმაც ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მათთან ერთად მთელმა საბერძნეთმა. ეს მოხდა სამყაროს შექმნიდან 5444, ხოლო ქრისტეს აღდგომიდან 311 წელს. საბერძნეთში განმტკიცდა ქრისტიანობა შვიდი წლის ჩაატარა წმინდა კრება ნიკეაში. მერვე წელს წამოვიდა ნინო სიფსიმესა და ორმოცდაათ მხევართან ერთად საბერძნეთიდან სასომხეთის საზღვარზე, სადაც რიფსიმე და მისი ორმოცდაათი მხევალი წამებულ იქმნენ სომეხთა მეფის თრდატის მიერ, ხოლო ნინო ღვთის განგებით გადარჩა, რადგან იმ დროს ვარდი და ნუში ჰყვაოდა და ნინო ვარდის ბუჩქს შეეფარა, როცა მათ განუტევეს სული, ნინომ იხილა ზეციდან ჩამომავალი დიაკონი „ოლარითა ნათლისათა“, რომელსაც ხელში ეპყრა სასაკმევლე, რომლისგანაც გადმოფრქვეოდა სურნელება და სულები ავიდნენ ზეცად და შეუერთდნენ ღმერთს, ნინო კი დარჩა ჭირთა და იწროებათა შინა და შეევედრა ღმერთს:„უფალო, უფალო, რად დამიტეობ მე შორის ასპიტთა და იქედნეთა“. მესმა ხმაი, რომელი მეტყოდა:„ესრეთ იყოს წარყვანებაიცა შენი, ოდეს-ეგე ეკალი, რომელი შენსა გარემოს არს, ყოველივე იქმნას ვარდის ფურცელ და სურნელ შენს მიერ, ხოლო შენ აღდეგ და ვიდოდე აღმოსავლეთ, <<სადა-იგი არს სამკალი ფრიად, ხოლო მუშაკნი მცირედ>>. რამეთუ არა არს მუშაკი“. მაშინ წამოვიდა ნინო ულოპირეთა და დიდ გაჭირვებაში გაატარა მთელი ზამთარი, მეოთხე თვეს წამოვიდა ჯავახეთის მთებისკენ, რომ გაეგო სად იყო მცხეთა მივიდა დიდ ტბასთან, რომელსაც ერქვა ფარავანი და იქ გაჩერდა. ორი დღე და იქვე ნახა მწყემსები, რომლებიც მწყემსავდნენ საქონელს და თავიანთ ღმერთს არმაზსა და ზადენს უპირებდნენ მსხვერპლის შეწირვას. ნინომ ჰკითხა თუ სადაურები არიან. მათ კი მიუგეს:„ზოგნი დაბიდან, ზოგნი საფურცლით და ზოგნი ქინჯარელნი და რატაბულნი დიდისა ქალაქისანი, სადაც ღმერთნი ღმერთობენ, მეფენი კი მეფობენ“. ნინომ გახედა მთებს და შეძრწუნდა, რადგან შუა ზაფხულში მთებზე თოვლი იდო და თქვა:„უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან“. აიღო ნინომ ერთი დიდი ლოდი, თავქვეშ ამოიდო და დაიძინა. ღამე ჰქონდა ჩვენება:გამოეცხადა კაცი, რომელმაც ნინოს გადასცა წიგნი და უთხრა:„ადექი და სწრაფად მიართვი ეს წიგნი მცხეთის წარმართ მეფეს“. ნინომ უთხრა:„უფალო დედაკაცი ვარ უცხოი და უმეცარი, ვითარ მივიდე მე, არცა ენაი ვიცი და რასი ვთქუა უცხოთა ნათესავთა თანა?!“ მაშინ მან გახსნა წიგნი და აჩვენა ნინოს, სადაც დაწერილი იყო რომაულად და დაბეჭდილი იყო იესუისი“. მისცა დაწერილი ათი სიტყვა, როგორც ქვის ფიცარზე, რომელიც ღმერთმა მისცა მოსეს.
როდესაც ეს წაიკითხა ნინო მიხვდა, რომ ჩვენება ღვთისგან იყითხოვა მისგან შეწევნასდა-მფარველობა გაჭირვების ჟამს. ადგა და წამოყვა ტბიდან გამოსული წყლის დინებას ურბნისში, სადაც ნახა უამრავი ხალხი, რომლებიც ცეცხლს, ქვას და ძელს სცემდნენ თაყვანს, როგორც ღმერთებს. დიდად შეწუხდა ნინო და მივიდა ებრაელების დასახლებაში, რადგან ებრაული იცოდა და იქ დარჩა ერთი თვე. ერთ დღეს ხალხი დაიძრა მცხეთისკენ სავაჭროდ და თაყვანის საცემად თავიანთი ღმერთების. ნინოც გაჰყვა მათ, როცა მივიდნენ მცხეთაში ნინო ხიდზე გაჩერდა და იქიდან უყურებდა თუ როგორ ეთაყვანებოდა ხალხი თავიანთ ღმერთებს და ატირდა მათი უმეცრებისა და თავისი უცხოობის გამო. მეორე დღეს მთელი ხალხი გამოვიდა, დიდებულთა და ყრმებით. მეფე არსად ჩანდა. ცოტა ხანში გამობრწყინდა ნანა დედოფალი, მას უკან მოსდევდა უამრავი ხალხი. ის აღნაგობით ლამაზი ქალი იყო. ნინომ ჰკითხა ერთ ქალს, თუ სად მიდიოდა მეფე და მანაც უპასუხა:„ღმერთი-ღმერთთა უწესს, რომელ არს არმაზ დაწყეული“. ნინო წავიდა არმაზის სანახავად. ის ადგილი ხალხით იყო სავსე. მივიდა კერპთან ახლოს კლდის ნაპრალში და იქიდან უყურებდა, როგორი შიშით შეჰყურებდა მეფე კერპს ხალხთან ერთად. კერპი იყო სპილენძის კაცი, რომელსაც ტანთ ეცვა ოქროს ჯაჭვი, თავზე ედგა ჩაფხუტი, ჰქონდა ოქროს სამხრეები, ბივრიტის თვალები, ხელში ეჭირა ხმალი. არმაზის მარჯვნივ იდგა კაცი, რომელსაც ერქვა გაცი. მარცხნივ მდგომი კაცი ვერცხლისა გაცაი. ესენი იყვნენ ქართველების კერპები მამა-პაპიდან. ატირდა ნინო და უფალს ევედრებოდა ქართველების ცდომილებიდან გამოყვანას და ამბობდა:„დამბადებელად ქვათა და ძელთა, სპილენძისა და რკინისათა და რვალისათა მჭედლისაგან განჭედილსა ღმრთად“. მაშინ გაახსენდა ნინოს იობენალ პატრიარქის სიტყვები, რომელმაც უთხრა:„როგორც სრულ კაცს ისე გზავნიდი უცხო ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდა ხალხი ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელები. ნინო შეევედრა ღმერთს, რათა მას ეჩვენებოდა მართველებისთვის თავისი ძალა დაეხსნა ისინი წაწყმედისაგან და თაყვანი ეცათ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთისთვის. „რომელსა შვენის მადლობით დიდების მეტყველებაი აწ“... სწორედ ამ დროს დასავლეთით აირია ღრუბლები, წამოვიდა ძლიერი ქარი, რის დანახვაზეც ხალხი თავ-თავის სახლში გაიქცა. ძლიერ ქარს მოჰყვა სეტყვა, რამაც ადგილზე დალეწა კერპები, ნამსხვრევები კი ჩაყარა კლდესა მას, რომელსა თუალნი თქუენნი ხედვიდეს“.
როდესაც
დაწყნარდა ამინდი, ნინო გამოვიდა კლდის ნაპრალიდან. იპოვა თვალი ბივრიტისა,
აიღო, წავიდა კლდის დასასრულში, სადაც ძველი ქალაქი-ციხე იყო. შევიდა ნინო
ბაღში, ბრინჯის ხის ქვეშ და გამოისახა ცხოველმყოფელი ჯვარი ქრისტესი“. ექვსი
დღის განმ,ავლობაში ლოცულობდა, როცა ხალხი გარეთ გამოვიდა და ეძებდა თავის
ღმერთებს ნინო იყო ხის ქვეშ. იყო მეექვსე თვე და მეექვსე დღე, როდესაც
“ევანეულმა თაბორის მთაზე მამის ხატი ეჩვენა მათ ცოცხალთა და თავთა მათ
მომკვდართა“. ნინოსთან მივიდა სეფე ქალი შროშანა, რომელმაც მიიყვანა ქალი
ბერძნულად მეტყველი, რომელმაც ნინოს გამოჰკითხა ყოველივე გზა და საქმე მისი.
ნინომ დაწვრილებით უამბო ყოველივე. ქალი შღეწუ7ხდა და სთხოვა ნინოს გაჰყოლოდა
სახლში, მაგრამ მან უარი უთხრა. მეორე დღეს ნინო ჩავიდა მეფის ეზოში. იქ ნახა
პატარა სახლი ბაღის დარაჯისა. შიგ შესული იხილა დედაკაცი ანასტოს, რომელმაც
შვილივით მიიღო ნინო, მიართვა პური და ღვინო, დაბანა ფეხი და ზეთი სცხო.
ნინომ მასთან გაატარა ცხრა თვე. ეს დედაკაცი უშვილო იყო. ის და მისი ქმარი
დიდად სწუხდნენ ამის გამო. ერთ რამოდენიმე ხანში ნინოს ისევ ჰქონდა ჩვენება, რომ ფრინველები მივიდნენ წყალთან, იბანავეს, მივიდნენ ბაღში და დაიწყეს ბაბილოს ჭამა. მიჰყვნენ ჭიკჭიკს. ეს ძალიან ლამაზი სანახავი იყო. ნინომ ყველაფერი უამბო სიდონიას აბიათარ მღვდელის ასულს. მან კი უთხრა:„ტყუეო და ტყუეთა დამხსნელო, უცხოო და აქ შობილო, აწ უწყი, რამეთუ შენ მიერ მოიწია და შენ ძალთ მოისმას ამბავი იგი ძუელი. მამათა ჩუენთა ნაქმარი ზეცისა კაცსა ზედა, სისხლისა უბრალოისა დათხევაი, რომელიცა ქმნა ღმერთმან პურითა სირცხვილ და ცის კიდეთა გაბნევაი, მეფობისა მოწოდებაი დიდებასა საუკუნოსაი მათ და მიცემად“. და კიდევ უთხრა:„ჩუენებაი შენი არს მსგავსი ჩუენება ისაკობისა, რამეთუ ადგილი ესე შენ მიერ იქმნეს სამოთხე უკუნისამდე“. “აღწერა დედაკაცმან სიდონია ასულმან აბიათარისმან“ მოხედა ღმერთმა წყალობით კავკასიონთა, მთიულთა და სომხეთისა მთელ სამეფოს, რომლის მთანი დაეფარა ნისლს, ველი კი ცოდვის აღმურს და ქვეყანას სამართლიანად ერქვა „ჩრდილოისა ქვეყანაი“, ხოლო ეს სახელი იმიტომ ერქვა, რომ მზის სხივს იყო მოკლებული, არამედ ღვთის ნათელს. სამყაროს შექმნიდან 5500 წელი ქრისტეს ჯვარცმიდან ბერძენთა მონათვლამდე 311 წელი იყო გასული და მეთორმეტე წელს შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო, ვითარცა ბნელსა შინა ნათელი და ნინოს მოსვლამდე ქართველები თაყვანსცემდნენ დაბადებულსა და არა დამბადებელსა, ქერაბინთა ეტლთა წილ მთათა მაღალთა თაყვანს სცემდნენ. მამანი, გებალსა და გარეზანსა, რომელსა ზედაპირი იყო არცა ღმერთი და არცა მოსე, არამედ კერპნი ქვისა წყეულნი“. ქართლში იყო ორი მაღალი მთა და მთაზე ორი კერპი არმაზ და ზადენ ხალხს კი ამ კერპებთან მიჰყავდათ შესაწირი „ყრმანი პირმშონი მშობელთა“. და იყო სხვა კერპები სამეფონი:გაცი და გაცა, რომელთაც სწირავდნენ სეფე-ნულს, რომლებსაც ცეცხლზე წვავდნენ, ნაცარს კიზედ აყრიდნენ. მეფე ჰეროდეს მეფობის დროს სპარსელებმა დაიპყრეს იერუსალიმი. საქართველოში მოვიდა გლოვის წიგნი აქ მცხოვრებ ურიათათვის. მალე მეორე წიგნიც მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ სპარსელები დასაპყრობად არ იყვნენ მოსულები. მათ აბჯრის საჭურველისა და საგზლის ნაცვლად ჰქონდათ: ოქრო, გუნდრუკი და მური და ეძებდნენ ყრმას, რომელიც შობილი იყო დავითის ტომიდან. იპოვეს მწირი, მწოლიარე დედასთან ერთად, მივიდნენ და თაყვანი სცეს, ყოველივე მას შესწირეს, ხოლო ჰეროდემ ეძია და ვერ იპოვა ვერც ყრმა და ვერც დედამისი, ვერც ძღვენი. ამის გამო ბრძანება გასცა და ყველა ყრმა ორი წლის ქვევით მოაკვლევინა. ოცდაათი წლის შემდეგ კვლავ მოვიდა წერილი საქართველოში, სადაც ეწერა; ის ყრმა გაზრდილიყო და მიწვეული იყო ზომიერ ასაკსა და იორდანეში ზაქარიას ძის მიერ ნათელი ეღო, ოთხი წლის მიერ მოვიდა ბრძანება ჰეროდე მეფისა, რომელიც მოუწოდებდა ყველა ურიას გაბნეულებს სხვადასხვა ქვეყნებში, რომ ეხილათ ერთი ღმერთი და ერწმუნათ მოსეს სიტყვები, რომელმაც თქუა:„რომელმან თქუას ღმერთი ქვეყანასა ძელსა დამოეკიდნენ“ და კიდევ თქუა:„წყეულ იყავ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა“. აჰა გამოჩნდა ერთი კაცი, რომელიც თავის მამად ღმერთს იტყვის და არის როგორც ღმერთი, ამის გამო შეიკმობნენ მთელი მწიგნობარნი, მოხუცებულნი, მხეციდანაც წავიდა ელიოზი, რომელსაც ჰყავდა დედა ელი მღვდლის ტომიდან და ერთი და. ელიოზს შეევედრა დედამისი და უთხრა:„წარვედ, შვილო წოდებასა მეფესა და წესსა სჯულისა, ხოლო რომელსა იგი განიზრახავენ, ნუ შეერთვიან ცნობაი შენი მას, ნუ შვილო ჩემო, ნუ, რამეთუ სიტყუაი არს წინასწარმეტყველთაი და იგავ ჰურიათაგან და წარმართთა ნათელი და ცხოვრებაი საუკუნოი“. ელიოზი წავიდა სხვა ქართველ ებრაელებთან ერთად და აღსრულდა ყველაფერი, რაც ნინომ თქვა სახარებიდან, უფლის სამოსელი შეხვდათ ქართველ ურიებს. ელიოზმაც წამოიღო. ელიოზის დედას ესმა ხმა იერუსალიმიდან მცხეთაში, როდესაც გოლგოთაზე მჭედელმა ჯვარზე სამსჭვალს დაარტყა ჩაქუჩი და თქვა ელიოზის დედამ:„მშვიდობით მეფობაო პურითაო, რამეთუ მოჰკალით ღმერთი ხორცითა მოსული და მაცხოვარი და იქმენით მტერ შემოქმედისა. ვაი მე საწყალობელსა თავსა ჩემსა, რომელ არცა წინავე მოვკუედ, რაითამცა ამათ სმენილ იყო ჩემდა, და არცა კნიად უკანარე. რომელ არა მეხილვა და აჰა აწ გამობრწყინვებად წარმართთა ზედა დიდებაი ისრაელისაი“. როცა ელიოზი დაბრუნდა მცხეთაში დედამისი მომკვდარიყო. მას წინ შეეგება და ელიოზს ჩამოართვა იესოს სამოსელი და ჩაიხუტა გულში და იმავ წუთში სული განუტევა. მცხეთაში დიდი შფოთი იყო ამის გამო. მეფეს სურდა სამოსელის წაღება, მაგრამ ვერ გაბედა. სამოსელი სიდონიას გულში ჰქონდა ჩაკრული.დამარხა ელიოზმა სამოსლიანად და იმ ადგილას მალე ამოვიდა ულამაზესი ნაძვის ხე, ასევე ანგელოზთა და კაცთა დაუდებელი გალობა უფლის მიმართ.
„თქმული მისივე სიდონიასი“
იყო ერთი სპარსი. მთავარი სახელად ხუარა. ის ძალიან ავად იყო. ეს მთავარი იყო ნანა დედოფალის ბიძა. მეფე მირიანი დედოფალთან ერთად ევედრებოდნენ ნინოს მთავრის განკურნებას და ეკითხებოდნენ, თუ რომელი ღმრთის ძალით აღასრულებდა კურნებათა. თუ ნინო შესძლებდა მთავრის განკურნებას მას გაამდიდრებდნენ, მცხეთის მკვიდრს გახდიდნენ და არმაზის მსახური იქნებოდა, რადგან ის იყო ქვეყნისაგან ნაყოფის გამომღები, მზის მომფენელი და წვიმის მომცემი ღმერთი. ხოლო ნინომ მიუგო:„მეფე, შენ უკუნისამდე ცხოვნდე სახელთა ქრისტესითა და ვედრებითა დედისა მისითა და ყოველთა წმინდათა მისისაითა. მოავლინა შენ ზედა ღმერთმან ცისა და ქვეყნისა შემოქმედმან და დამდაბლებულმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა დიდებისა და აურაცხელისა მოწყალებისა მისისაგან მოგივლინა შენ, ვითარცა საფუმილისაგან ნაპერწკალი ერთი მადლისა მისისაი“. თუ გინდა რომ შეიგრძნო; სიმაღლე ცისა, სინათლე მზისა, სიღრმე ზღვისა და ყოველივე დაფარული „იწამე ჭეშმარიტი ღმერთი და მხოლოდ შობილი ძეი მისი, რომელიც ადამიანთა ცხონებისათვის გარდამოხდა ზეციდან და ხორცი შეისხა და კაცთ შორის იქცეოდა და აღასრულა ყოველივე რისთვისაც იყო მისული და აღვიდა მათვე სიმაღლესა მამისა თანა“. და გაიგებ ყოველივე დაფარულს „მეფე ახლის არს მიახლება შენი ღმრთისა“, რადგან ამ ქალაქში არის სამოსელი „ძისა ღმრთისაი“ და ხალენი ელია წინასწარმეტყველისა და მრავალი სასწაული არის იქ, რომელსაც თვით ღმერთი გიჩვენებს:„ხოლო ესე მთავარი გაჰკურნე ძალითა ქრისტეს ღმრთისა ჩემისაითა და ჭუპრითა ვნების მისისაითა, ვითარცა იგი დედოფალი ნანა განჰკურნა ქრისტემან სენისაგან დიდისა და რაი იგი მე ვაუწყე, მას ჰყოფს, რათა სულიცა მიიახლოს ღმერლსა“. ამის შემდეგ მოჰგვარეს მთავარი იგი, ნინოს და წაიყვანა ნინომ, მთავარი მისასვლელისკენ მხედველი და ათქმევინა სამჯერ:„ვიქმნი შენგან, ეშმაკო და შეუდგები ქრისტესა ძესა ღმრთისასა“. ერთი დღე და ორი ღამე ლოცულობდა ნინო, შეწევნისათვის მთავრისა და მალე გავიდა მისგან ბოროტი სული და დაუმოწაფა ნინოს მთავარი მთელი ოჯახით და „ადიდებდა მამასა და ძესა და წმინდასა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“. ერთხელ ზაფხულში ოც ივლისს, შაბათ დღეს, სანადიროდ წავიდა მეფე მუხრანის სანახებში. ავიდა ოხოთის მთაზე და გადმოხედა ციხეებს; „ასპად და კასპად და უფლისციხედ და განვიდა თხემსა მას მთისასა“. შუადღის ჟამს თვალთ დაუბნელდა მეფეს, დადიოდა გზა ბნელი, შეშინებული და სასოწარკვეთილი, როგორც იქმნა ღვთისწყალობით მოეგო გონს და თქვა:„აჰა ესერა, ვხედავ, რამეთუ ვხედავ ხადი ხმითა რომელსა-იგი ნინო ქადაგებს ჯუარსა და ჯუარცმულსა და ჰყოფს კურნებათა მრავალთა მისითა სასოებითა“. შეევედრა ნინო ღმერთს, რადგან მისი სიცოცხლე ჯოჯოხეთში ყოფნას ჰგავდა:„ღმერთო ნინოისო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩუენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, და მართო ძელი ჯუარისა შენისაი და თაყვანისვცე მას, და აღგიშენო სახლი სახელად შენდა და სალოცველად ჩემდა, და ვოყო მორჩილი ნინოისა და სჯულსა ზედა ჰრომთასა“. დაამთავრა თუ არა თხოვნა გაუნათდა თვალები და გამოუბრწყინდა მზე, გადმოვიდა ცხენიდან, დავარდა მიწაზე და მადლობას სწირავდა ღმერთს, რომ იხსნა იგი სატანჯველისაგან. „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, რომელსა ნინო ქადაგებს, და საქებელ სახელი შენი ყოვლისაგან დაბადებულისა ცასა ქუეშე და ქვეყანასა ზედა“. შენ მიხსენ ჭირისაგან და სახელისდებითა შენითა მსწრაფლ განმინათლე ბნელი ჩემი“. მირიან მეფემ აღუთქვა ღმერთს იმ ადგილზე ჯვარის აღმართვა, ამ სასწაულის გასახსენებლად და წამოვიდა მხებლებთან ერთად რომელთაც უბრძანა თაყვანი ეცათ ნინოს ღმერთისთვის, რადგან ის იყო ჭეშმარიტი ღმერთი, რადგან მას შვენოდა დიდება და თაყვანის ცემა უკუნისამდე. ნანა დედოფალი ხალხთან ერთად მიეგება მეფეს, რადგან შეიტყო მისი ამბავი და მშვიდობით მობრუნდა დიდი სიხარული იყო სამეფოში. ნინო კი ჩვეულებისამებრ მაყვლოვანში იყო და ლოცულობდა. როცა მეფე მირიანი შევიდა ქალაქში ნინო მოიკითხა:„სად არს დედაკაცი იგი უცხოი, რომელ არს დედაი ჩემი და ღმერთი მხსნელი ჩემი?“ და როცა გაიგო ნინო მაყვლოვანში იყო და ლოცულობდა, თვითონ მივიდა მასთან, დავარდა მიწაზე და უთხრა:„აწ უწყი, რამეთუ ღირს ვიქმენ აღსარებად სახელსა ღმრთისა შენისასა და დამხსნელისა ჩემისასა“. ხოლო ნინო ასწავლიდა თაყვანისცემას ქრისტესა ძესა ღმრთისასა აღმოსავლეთით. ამ დროს მთელი ხალხი ტიროდა, რადგან ხედავდა მეფე დედოფალს ატირებულს. ნინომ უთხრა მეფეს, რომ მისი მეფობის ჟამს მოიხედა ღმერთმა მის სამეფოს და აუცილებელი იყო საბერძნეთში კოსტანტინე მეფესთან და ელენე დედოფალთან მოციქულის გაგზავნა, თხოვნით, რათა გამოეგზავნათ საქართველოში ეპისკოპოსი და მღვდლები რათა ხალხმა ნათელ იღონ „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისაითა“. მეორე დღესვე გააგზავნეს საბერძნეთში მოციქულნი, ხოლო ნინო დღედაღამ ასწავლიდა მეფეს ჭეშმარიტ გზას ღვთისას.
საბერძნეთიდან მღვდლების ჩამოსვლამდე მეფე მირიანი ეახლა ნინოს და ჰკითხა; თუ
სად აეშენებინათ ეკლესია. ნინომ მიუგო:„სადაც მეფეთა გონებაი მტკიცე არს“.
მაშინ მეფემ ეკლესიის ასაშენებლად მაყვლოვანი არჩია, სადაც ნინო ლოცულობდა
„და აღუშენო ტაძარი ღმერთსა სალოცველად ჩემდა სადიდებლად სახელისა მისისა
წმინდისა“. სწრაფად მიიტანეს ძელი და დაიწყეს ეკლესიის შენება, მოჭრეს ნაძვი
იგი და გააკეთეს მისგან სვეტი. მის ადგილზე კი დადგეს საძირკველი, მაგრამ
როდესაც დასჭირდა სვეტი, ვერ შეძლეს მისი ადგილიდან დაძვრა, ამაოდ ცდილობდნენ
მის აღმართვას. იმ ღამეს ნინო თორმეტ დედასთან ერთად დადგა სვეტთან
სალოცველად. შუაღამისას იხილეს ჩვენება, ვითომ ჩამოიქცა ორივე მთა-არმაზი და
ზადენი, როცა გადაკეტეს ორივე მდინარე მტკვარმა გადმოხეთქა და წალეკა მთელი
ქალაქი, შეიქმნა საშინელი ყვირილი, არაგვიც გადმოვიდა და ატყდა საშინელი
გვრინვა. ყოველივე ამის დანახვაზე შეშინდნენ ნინოსთან მყოფი თორმეტი დედანი,
ნინომ კი უთხრა მათ:„ნუ გეშინიან, დანო ჩემნო, მთანი იგნი მუნვე ჰგიან და
წყალნი იგი მუნვე დიან ერსა ყოველსა სძინავს, ხოლო ესე რომელ ზეცა დაირღვნეს,
სამართლად გვიაჩვენებს, რამეთუ ურწმუნოებისა მთანი დაირღვნეს ქართლსა შინა და
წყალნი რომელ დაეყენეს, დაეყენეს სისხლი იგი ყრმათაი ეშმაკთა შეწირვისაი,
ხოლო ხმანი ესე ტყეებისანი არიან ეშმაკთა სიმრავლისანი, რამეთუ ეგლოვიან
თავთა მათთა ოხრებისა, რამეთუ არიან იგინი. ამით ადგილი ძალითა მაღლისაითა და
ჯუარითა ქრისტესითა, მოიქეცით და ილოცვიდეთ ღვთისა მიმართ შვილნო“. უეცრად
შეწყდა ხმაური და წმინდა ნინომ აღაპყრო ხელნი ზეცად და ევედრებოდა ღმერთს
რათა არ დაებრკოლებინა ეს სარწმუნოებრივი საქმე მტერს, რისთვისაც დიდად
იღწვის მეფე და მასთან ერთად ყოველი ერი. სანამ ქათამი იყივლებოდა, სამივე
კარი შემოლეწა ლაშქარმა და სპარსთა ჯარით აივსო ქალაქი. შეიქმნა საშინელი
ჟივილი, კვლა და სისხლის ნიაღვრები დიოდა. მივიდა მათთან უამრავი მახვილოსანი
და მათ ძალიან შეეშინდათ, ხოლო ნეტარი იდგა უშფოთველად. სიდონია ტიროდა
თავისი მამის გამო. ამ დროს გაისმა ხმა:„ბრძანებს სპარსთა მეფეთ-მეფე
ხუარან-ხუარა, ვითარმედ ყოველი ჰურიაი განარინენით პირისაგან მახვილისა და
მოახლოებულ იყვნეს მახვილოსანნი იგი ჩვენსა გარემოს, სცემდეს და კლვიდეს. ამ
დროს მოისმა ძლიერი ხმა. მირიან მეფე შეიპყრესო. მაშინ თქვა ნინომ:„მადლობა
ღმერთს, რადგან ეს არის ნიშანი მათი წაწყმედისა და ქართლის ცხონებისა და ამ
ადგილს დიდებისა“ და მიმართა ხალხს:„უბრძანეთ გათენებამდე ყველას დაეძინა ნინოს და სიდონიას გარდა. ნინო ხელაპყრობილი ლოცულობდა. იმ დროს მივიდა ჭაბუკი ნათლით მოსილი და სვეტი ჰაერში აწია და გააჩერა თავის ადგილზე მიწიდან 10-წყრთის სიმაღლეზე. ნინო პირქვე დაემხო. გაკვირვებულმა სიდონიამ ჰკითხა თუ რა იყო ეს. მან ხელით დადრიკა ქვეყანაზე და სვეტი ცეცხლით მოსილი ნელ-ნელა, დაბლა-დაბლა ეშვებოდა. დილით ადრე მეფემ მიაშურა სამოთხეს, სადც დაწყებულიყო ეკლესიის შენება. მიახლოებულმა იხილა ნათელი, როგორც ელვა ზეციდან ჩამოსული. იმ ადგილზე მოგროვილიყო უამრავი ადამიანი, რომლებმაც ნახეს საკვირველი სვეტი ნათლისა, ჩამოსული ძირს. ეა სვეტი დადგა თავის ადგილზე და სასწაულებრივად დაემყნო თავის ძირზე, ადამიანის ხელის შეუხებლად. შიშითა და სიხარულით აივსო მთელი ქალაქი და ნატრიდნენ ნეტარ ნინოს, და იმ დღეებში მრავალი სასწაული მოხდა. ერთ სვეტს მიეახლა დაბადებიდან ბრმა ურია, რომელსაც იმწუთას აეხილა თვალები და ადიდებდა ღმერთსა. შემდეგ დედამ მიიყვანა დიდიხნის ავადმყოფი შვილი და დააწვინა სვეტის წინ, და წმინდა ნინოს შესთხოვა, რათა განეკურნა მისი ძე. რადგან ის სიკვდილის პირას იყო. „რამეთუ ვიცი, ვითარმედ ღმერთი ღმერთთაი იგი არს რომელსა შენ მსახურებ და ჩვენ გვიქადაგებ“. მაშინ ნინომ შეახო ხელი სვეტს, შემდეგ ავადმყოფ ყრმას და უთხრა:„თუ გწამს ძე ღვთისა ხორცით მოსული, ცხოვნებად ყოვლისა სოფლისა, მაშინ განიკურნები და ადიდებ მას ვისი ძალითაც მიიღებ კურნებას“. და სწრაფად ადგა ყრმა, ვითომ არაფერი სჭირდა. ამის შემდგომ უამრავი ავადმყოფი და სნეული მიდიოდა სვეტთან და ყველა იკურნებოდა. მეფემ სვეტისთვის საბერველი გააკეთებინა, რათა არავინ შეხებოდა, მაგრამ ხალხი მაინც ეხებოდა სვეტის საბერველს და იკურნებოდა. ამის შემდეგ მეფე მირიანმა სწრაფად ააშენებინა ტაძარი სამოთხეში, ყველას ძალიან მოსწონდა ის ტაძარი, ძნელად თუ შორდებოდნენ ტაძარს. მალე საბერძნეთიდანაც ჩამოვიდნენ:მღვდელმთავარი, მღვდლები და დიაკვნები. დაიწყეს ნათლობა მეფემ და მთელმა ერმა მასთან ერთად. აბიათარი წილისყრით იმ წელიწადს იყო სამღვდლო მსახურებაზე, როდესაც ნინო შევიდა მცხეთაში, სამეფო ქალაქში იმავ დროს მიუვიდა აბიათარს წერილი რომში, ეგვიპტეში და ბაბილინში მცხოვრები ურიებისგან, რომლებიც იწერებოდნენ რომ სამად გაჰყო ღმერთმა ისრაელთა მეფობა. მათი წინასწარმეტყველები დადუმდნენ და თავად გაიფანტნენ დედამიწის ზურგზე და რომმა დაიპყრო მათი სამეფო. ისინი ტირილით ევედრებოდნენ უფალს. უფალმა მათი ვედრება არ შეისმინა, რადგან განარისხეს ებრაელებმა ყოვლის მოქმედი ღმერთი. მათ ჯვარს აცვეს მესია, ქრისტე. ამის შემდეგ აიღო ღმერთმა მათზე მფარველობის ხელი და მათი მეფობა გაჰყო. როდესაც ეს წერილი წაიკითხა აბიათარმა, მივიდა და ჰკითხა ნინოს თუ ვინ იყო ქრისტე და რისი გულისთვის იყო მოსული დედამიწაზე.
იმ დღეებში წმინდა ნინოს მიუვიდა წიგნი პატრიარქისა, რომიდან, მეფისა და ერის წინაშე ჩამოვიდნენ ეპისკოპოსნი და დიაკონნი და ჰქონდათ მეფის წიგნი ნინოს წინაშე, რადგან ნინოს მამას მოენათლა ისინი, ხმა მოსულიყო იერუსალიმში, რომში და კოსტანტინეპოლში. „ვითარმედ ქვეყანასა მას ჩრდილოისა მოფენილ არს მზე იგი სიმართლისაი, ქრისტე“. ერთ დღეს მოჰკვეთეს ხე ჯვარისათვის და მიჰქონდა 100-ს კაცს თავისი ტოტების და ფოთლებით. ქალაქში შემოტანის დროს უამრავი ადამიანი მივიდა მის სანახავად, რადგან, იმ დროს (მარტის 24-ს) არცერთი ხე არ ჰყვაოდა. მხოლოდ ეს ხე იყო მწვანედ, თანაც სურნელს გამოსცემდა. მიიტანეს ხე ეკლესიის წინ და აღმართეს. თავის ძირზე იდგა ხე 37-დღე თავის ადგილზე, ფოთლები ისევ მწვანედ დარჩენილიყო. მაისის დაისის 1-ს ამ ხისგან დაამზადეს სამი ჯვარი, რომლებიც მეფის ბრძანებით მის მიერ მითითებულ ადგილებზე იქნა აღმართული. ხალხი ხედავდა ლუ როგორ ჩადიოდა დაბინდებისას ჯვარი ცეცხლიანი გვირგვინით და დაადგებოდა ეკლესიას გათენებამდე. გათენებისას გამოვიდოდა მისგან ორი ვარსკვლავი. ერთი აღმოსავლეთით წავიდოდა, მეორე კი დასავლეთით. ჯვარი კი წავიდოდა და არაგვის თავზე ერთ ბორცვზე დადგებოდა წყაროს მახლობლად, რომელიც ნინოს ცრემლებით ამოვიდა. ამას ხშირად ხედავდა ხალხი და ადიდებდა უფალს. მეფე მივიდა ნინოსთან და ეკითხებოდა რა ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს სასწაული, რომელსაც ღამღამობით ხედავდა მთელი ხალხი. ნინომ უთხრა მეფეს:„ნუ იძიებ გამოუძიებელსა და ნუ გასცდი გამოუცდელსა, რამეთუ საქმენი მისნი მიუკვლევად არიან“, არამედ იცოდე, რომ შენ ყველაზე ბედნიერი მეფე ხარ ყველა მეფეთა შორის, რამეთუ მოგხედა შენ ღმერთმა და ჯვარზე რომელსაც ევნო, მოგივლინა შენ დასაცავად ყოველგვარი მტრის საფრთხისაგან, სწრაფად გაგზავნე კაცნი აღმოსავლეთით და დასავლეთით შენს სამეფოში და სადაც გამობრწყინდება ვარსკვლავი დაიმახსოვრონ ის ადგილი იქ აღმართე ორი ჯვარი. მეფემ დაუჯერა ნინოს, დაიმახსოვრა მთის თავები მიყოლებით და პარასკევს, როცა შაბათი თენდებოდა აღესრულა იგივე სასწაული, როგორც წინათ ხდებოდა. მეორე დღეს დასავლეთიდან მივიდა კაცი მეფესთან და ახარა ვარსკვლავის გამოსვლის სურათი კასპის ახლოს მთის თავზე ნელა გაუჩინარდა. ასევე აღმოსავლეთიდან ეახლა მეორე კაცი და მანაც იგივე ახარა:„ვიხილეთ ვარსკვლავი აქეთ მომავალი და დაადგა დაბასა ჩუენსა ბოდსა, ქვეყანასა კუხეთისასა“. ნინომ გადაწყვიტა ეპისკოპოსთან ერთად წასულიყო თხოთს და თან წაეღოთ ჯვარი, რათა აღემართათ იმ ადგილზე, რომელიც ღმერთმა უჩვენა. მეორე ჯვარი კი მიეცათ სალომე დედოფლისათვის, რათა აღემართათ უჯარმას, რათა დაბა ბოდი წინ არ აღდგომოდა მეფეს, რამეთუ იქ დიდძალი ხალხია „ბოდისა დაბათ თვით ვიხილოთ, სათნოი იგი ადგილი ღმრთისაი“. მათ ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ნინომ მიუთითა. ბოლოს მეფე დიდებულები და მათთან ერთად მთელი ხალხი დიდებითა და ყრმებითწავიდნენ ბორცვ ის ძირში, სადაც სასწაულებრივად გამოისახა ჯვარი მაცხოვრისა. იქ გაათიეს ღამე ლოცვით. ნინო კი ცრემლით აზავებდა წყაროს და უამრავ სასწაულს და კურნებას აღასრულებდა. მეორე დღეს ყველა ავიდა მთის წვერზე ნინოსთან ერთად. ნინო პირქვე დავარდა ქვებზე და მწარედ ატირდა, შემდეგ მთავარ ეპისკოპოსს უთხრა:„მოვედ, შენდა ჯერ არს რაითა დასწერო ჯუარიქვასა ამას“. და იმ ადგილზე აღმართეს ჯუარი იგი დიდებული. ჯვრის წინაშე ყველამ მოიდრიკა მუხლი და თაყვანისცეს მას და აღიარეს „ჯვარცმული იგი ჭეშმარიტად ძედ ღმრთისა ცხოველისა და სამებაი ერთარსებაი დიდებული ამინ“. ნანა დედოფალი სხვა დედებთან ერთად არ შორდებოდა ეკლესიას „სვეტისა მის ცხოველისა და ნათლისასა“, რადგან ხედავდნენ პატიოსანი ჯვრის სასწაულებს და კურნებებს. წმინდა ნინომ დატოვა ქალაქი მცხეთა და წავიდა მთიულეთში, რათა მათთვისაც ეხარებინა ჭეშმარიტება „ხარებაი პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა და შემუსრვად კერპთა მათთა“.
მცხეთაში
დატოვა ჰურია მღვდელი, აბიათარი, რომელიც იყო მეორე პავლე, რადგან პავლე
მოციქულსავით, ქართლის მოქცევის შემდეგ, საბერძნეთიდან ჩამოსულმა მღვდლებმა განიზრახეს აღემართათ პატიოსანი ჯვარი იგი საუფლოი და უთხრეს მათ მირიან მეფეს:„ჯერ და წესს არს აღმართებად საუფლოი ჯუარისაი“. მეფეს მოეწონა ეს აზრი და უბრძანა ხუროებს, რომ მოეჭრათ ხე, რომლისგანაც ჯვარს დაამზადებდნენ, ხუროებმა მოჭრეს ეს ხე „ერთი ჰაეროვანი“ და უბრძანა მეფემ გაკეთება ჯვრისა, მღვდლები კი ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა დაემზადებინათ ჯვარი; გაკეთებული ჯვარი აჩვენეს მეფეს, მან ძალიან გაიხარა, მივიდა ჯვართან, თაყვანი სცა და ადიდებდა უფალს. მეფეს სურდა კიდევ აღემართა რამდენიმე ადგილზე ეს ჯვარი, მაგრამ ვერ გადაწყვიტეს სად. მაშინ დაიწყო მეფე მირიანმა ლოცვა და იტყოდა:„უფალო, იესო ქრისტე, რომელ გერწამ ტყვსა ამის მიერ, გვასწავლეს მღვდელთა ამათ შენთა, შენ, იესუ ქრისტე რომელმან თავი თვსი დაიმდაბლე ხატი მონებისაი შთაიცუ სიმდაბლითა შენითა, რომელი გარდამოჰხედ კურთხეულთაგან წიაღთა მამისათა რომელმან დაუტევენ ჩვენთვის საყდარნი, უფლებანი და ძალნი და დაუმკვიდრე საშოსა წმინდისა ქალწულისასა და მერმე ჯუარს-ეცე პონტიელსა პილატეს ზე, დაეფალ გულსა ქვუეყანისასა და მესამე დღესა ასდეგ და აღასრულე ყოველივე თქმული წინასწარმეტყველთაი, აღაჰმაღლდი ზეცად და დაშჯედ მარჯვენით მამისა და მერმე მოსვლად ხარ განშჯად ცხოველთა და მკვდართა და დაგვიტევე ჩვენ ნიში ჯუარისა შენისაი დასარღვეველად უხილავთა მანქანებათა მტერისათა. ხოლო ჩუენ მოშიშთა შენთა მოგვიღები ეს სასწაულად რაითა განვერნეთ პირსა ეშმაკისასა, რომლისგანაცა წარტყუენულ ვიყვენით, ხოლო შენ უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, ინებე გამოცხადებაი ადგილისაი, რონელსა აღვმართოთ ჯუარისა შენისაი რაითა იხილონ მოძულეთა ჩუენთა და ჰრცხუენოდეს, რამეთუ შენ უფალი შემეწიე ჩუენ და ნუგეშინის მეც ჩუენ“. როდესაც დაღამდა მირიანს გამოეცხადა უფლის ანგელოზი, რომელმაც უჩვენა მცხეთის ახლოს ბორცვი და უთხრა, რომ ეს ადგილი იყო ღვთის მიერ გამორჩეული, სადაც უნდა აღემართათ ჯუარი. როცა გათენდა, მეფემ ეს ჩვენება მღვდლებს მოახსენა და აჩვენა ის ბორცვი, რომელიც სიზმრად მიუთითა ანგელოზმა. ყველას მოეწონა, აიტანეს ჯუარი, აღმართეს, თაყვანი სცეს და ადიდეს ღმერთი. როცა აღმართეს ჯვარი, მთელ ქართლში დაინგრა ყველა კერპი და სამსხვერპლო, ვინც იხილა ეს დიდი სასწაული, რომელიც აღასრულა „ძლიერებამ პატიოსნისა ჯვარისამან“. უფრო გაძლიერდნენ და განმტკიცდნენ რწმენაში, მადლობდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. მეფემ დაწერა ამ სასწაულის მოსახსენიებლად დღესასწაული „ძლევით-შემოსილისა ჯუარისა აღვსებისა ზატიკისა, დღესა კვირიაკესა, ყოველმან ქართლმან, ვიდრე დღეინდელად დღემდე და ვიდრე უკუნისამდე“. რამდენიმე ხნის შემდეგ იხილეს დიდი და საშინელი სასწაული. ნახეს რომ:ნათლის სვეტი ჯვრის სახით დადგომოდა ჯვარს და თორმეტი ანგელოზი მის გარშემო გვირგვინის მსგავსად იყო დამწკრივებული და აგრეთვე თორმეტი ვარსკვლავი გვირგვინის მსგავსად იყო განლაგებული, ხოლო ბორცვი, რომელზეც ჯვარი იყო აღმართული სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა ირგვლივ და ამ სასწაულის მხილველნი ურწმუნონი მოიქცეოდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და აშენებდნენ ეკლესიებს, კვლავ იხილეს სასწაული, რომ ჯვრის თავზე ეგზნებოდა ცეცხლოვან მზეზე სამჯერ უფრო ბრწყინვალე. იმ დროს ცხოვრობდა ერთი კაცი, მოშიში ღვთისა, მეფის ძე რევი. მას ჰყავდა შვილი, რომელიც ძალზე ავად იყო, მყოფი სიკვდილის პირას. მიიყვანა შვილი და გადაწყვიტა პატიოსანი ჯვრის ძირში და ევედრებოდა ღმერთს თავისი ძის განკურნებისათვის და აღუთქვა ღმერთს, თუ მისი ძე გადარჩებოდა:„გუმბათი ავაშენო საყოფლად შენდა“. ის მწარედ ტიროდა და ევედრებოდა „პატიოსანსა ჯვარსა“ და განიკურნა „ყრმაი იგი“. დიდი სიხარულით წაიყვანა შინ და ადიდებდა ღმერთს, მალე მობრუნდა აღთქმულის შესასრულებლად. ააშენა მცხეთაში გუმბადი. ყოველ წელიწადს ჩადიოდა და თაყვანს სცემდა და ადიდებდა ღმერთს. იყო ერთი ბიჭი, ორივე თვალთ ბრმა, მივიდა პატიოსან ჯვართან და გულმოდგინედ ევედრებოდა. შვიდი დღის შემდეგ მას თვალები და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსან ჯვარს. ერთ ქალს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, რომელიც უეცრად მოუკვდა. დედამ მიიტანა და დაასვენა ჯვრის წინ, დილიდან-საღამომდე ევედრებოდა პატიოსან ჯვარს. იქ მყოფნი კი ეუბნებოდნენ:„მომკუდარ არს ეგე, წარიღე და დაჰმარხე და ნუღარა აწყინებო“, ხოლო დედაკაცი სასოწარკვეთილებას არ ეძლეოდა და უფრო მხურვალედ ლოცულობდა, ევედრებოდა ღმერთს. საღამო ხანს „სულნი უკუნიხუნა ყრმამან მან“. და თვალნი აღიხილნა. სამი დღის შემდეგ კი სრულიად განკურნებული წაიყვანა დედამ სახლში და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსან ჯვარს. როდესაც ღმერთმა იხსნა ქართლი ეშმაკის მონებისაგან, იქ მეფობდა მირიანი, რომელიც 36-ე მეფე იყო „ვინაითგან მამანი ჩუენი აქა მოიწინეს ვიდრე დღეთა ჩემთამდე“ მათი შვილები კერპებისათვის მსხვერპლად შეწირული შეჭამა ცეცხლმა, ხოლო მშობლები არმაზსა და ზადენს ისე სწირავდნენ შვილებს მსხვერპლად, როგორც უმანკო კრავებს და მათი სისხლით კი ქვებიც კი დამპალიყვნენ. როდესაც მივიდა ქართლში ნინო მან მეფისა და ხალხის გულში ნათელი ჭეშმარიტისა ღვთისა, მონათლა და აზიარა საიდუმლოთა ზეცისათა, ხოლო მეფე შეიქმნა მისი მორჩილი და აღაშენა ეკლესია თავისი სასახლის ეზოში და გააკეთებინა სვეტი, რომელიც ვერანაირმა კაცობრივმა მანქანებამ ვერ აღმართა, ხოლო ღმერთმა მოავლინა ერთი თავისი მსახურთაგანი, რომელმაც ერთ წამში ქვეყანიდან ზეცად აიტანა. შემდეგ ნინომ უთხრა მეფეს რომ ჯვრები უნდა აღემართად, მეფემ გაგზავნა ხუროები ხის მოსაჭრელად. მათ მოჭრეს ხე, რომელზეც მონადირეების მიერ ჰქონდათ გაგონილი რომ, როდესაც სასიკვდილოდ ნადირი მოვიდოდა და შეჭამდა ხის ნაყოფს ან ფოთლებს, გადარჩებოდა და ამ ხისაგან დაამზადეს სამი ჯვარი, ერთი რომელიც უამრავ სასწაულებს აღასრულებდა და ანგელოზნი გადმოდიოდნენ მასზე და დაუცხრომელად გალობდნენ, მეორე აღმართეს იმ ადგილზე სადაც მეფეს თვალთ დაუბნელდა და შემდეგ გამობრჭყინდა ნათელი ჭეშმარიტებისა და მესამე კი სალომე დედოფალმა წაიღო და აღმართა უჯარმაში. ასევე მეფემ ააშენა ეკლესია ნინოს საყვარელ ადგილში „მაყვლოვანში“ როდესაც დასრულდა ყოველივე კეთილი მეფეზე და იყო იგი სავსე სიხარულითა და მადლობდა ღმერთს, მოვიდა მცხეთაში მეტად სამწუხარო ამბავით, რადგან ქართლი დაობლდა თავისი განმანათლებელისაგან „მაშინ შეჰვედრა უბიწოი იგი სული მისი ხელთა უფლისათა და დამდაბლებულისა თვისისათა“. ნინომ ჭეშმარიტად აღასრულა ყოველივე მცნება უფლისა და სწავლა „წმიდისა მის მამის, დედის, ძმისა მისისაი“. და დააობლა ქართლი, როგორც ახალშობილი ყრმა. მეფეს სურდა, რომ მისი წმინდა ცხედარი მცხეთაში გადმოესვენებინა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან 200 კაცმა ვერ შეძლო ნინოს მცხედრის დაძვრა ადგილიდან და არც მათმა ცხენებმა გადადგეს ნაბიჯი. სამი დღის მერე დიდი პატივით დაკრძალეს მისი წმინდა სხეული ბოდს შინა (ბოდბეში) კახეთის ერთ-ერთ დაბაში და მეფემ მთელ სამეფოსთან ერთად შვიდი დღის განმავლობაში საფლავზე იგლოვა და ააშენა დიდი ეკლესია, შუამკი იგი უამრავი სამკაულით და შესწირა უამრავი სოფლები და აგარაკები. „და აწ მისითა ოხითა მაქუს სასოებაი ქრისტეს ძისა ღვთისაგან და სარწმუნოებასა ზედა ძლიერსა მამისა და ძისა და ცხოველსმყოფელისა სულისასა დავიძინებ და მოველი აღდგომასა უკანასკნელ და შეგვედრებ სულსა ჩემსა ყოველთ მგალობელთა უფლისა მიერ, „ამინ“. „აჰა ესერა მე წარვალ, ვინაიცა მოვედ და შენ ნანა, უკუეთუ მოგეცეს შენ ღმრთისმიერი ჟამი ცხოვრებისაი შემდგომად ჩემსა, განყავ სამეფოი ჩემი ორად და მიიღე ბოდს სამარხოსა წმიდისა ნინოისსა, რათა ჟამთა სიგრძემან და შეცვალება მან არაოდეს შეარყიოს ადგილი იგი და იგოს შეუძრველად უკუნითი უკუნისამდე“. და ეგრეთვე მთავარ ეპისკოპოსს ევედრებოდა, რათა დადვას მისი დიდება, რომელიც პატივის-ცემის ღირსია, რადგან ღირს იქმნას საუკუნო ცხოვრებისა, ხოლო თავის ძეს ასწავლიდა, რომ ბნელი შესცვალა მიუწვდომელმა ნათელმა და მწუხარება მათი სიხარულმა, რადგან არა არსი არსად შეიცვალა „ძლიერებითა ქრისტეს ღმრთისაითა“,რომელმაც ქვესკნელიდან ამოიყვანა და იხსნა საშინელი მტრისაგან კაცობრიობა მტრისაგან, რომელიც არასოდეს გაძღებოდა ყრმების სისხლით. ხოლო შენ ფრთხილად იყავნ, შვილო საყვარელო, ვითარცა უწყებულ ვართ წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინოისგან, მცნებანი მისნი დაიმარხნენ და თავი შენი შეჰვედრე სუეტსა მას ზეგარდმო დიდებულსა და ჯუარსა პატიოსანსა და იყავნ განსლვაი შენი ამიერ სოფლით სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისა, მშვიდობაი შენდა!“
|
||||||||